პარტნიორობა ინოვაციისთვის
საქართველოს ICT კლასტერი არის თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სფეროს სთეიქჰოლდერებს შორის ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების დამყარებით ხელი შეუწყოს ამ ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საბოლოო ჯამში წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
კლასტერის წევრები

ბიზნესის განვითარება და ექსპორტი
ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას რეგიონის (შავი და კასპიის ზღვის აუზები) ლიდერ ექსპორტიორთან არსებულ ესპერტიზაზე დაყრდნობით ელექტრონული მმართველობის, ფინტეკის, ლოგისტიკის, განათლების, ცოდნის მართვის და სხვა სფეროებში.

რეგულაციები და პოლიტიკა
ჩვენ ვმუშაობთ პილისი-მეიკერებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ადგილობრივი და რეგიონალური სტარტაპების და ინვესტორების მოტივაციას.

განათლება და კომპეტენციები
ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე პროფესიონალების კომპეტენციების ზრდას და ისეთი საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რომლებიც მორგებული იქნება ICT ინდუსტრიის სთეიქჰოლდერების და ზოგადად ბაზრის საჭიროებებზე.