საქართველოს ეკონომიკური ზრდა და რეალური წარმატება დამოკიდებულია ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასა და ქვეყნის გარეთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე. საქართველოს სჭირდება ექსპორტის შემოსავლების ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება. საქართველოს ICT კლასტერი მიზნად ისახავს, დაეხმაროს თავის წევრ ორგანიზაციებს ბიზნესის განვითარებასა და უფრო ფართო ბაზრის წვდომაში, ასევე, მხარი დაუჭიროს ტრადიციულ ინდუსტრიებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ექსპორტის მხარდასაჭერად. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, ვქმნით პარტნიორობებს და ვეხმარებით ჩვენს სთეიქჰოლდერებს, განავითარონ კომპეტენციები გაყიდვების და ექსპორტის მხარდასაჭერად. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
ახალი ბიზნეს შესაძლებლობები
რეგულარულად ვიკვლევთ და ვეძებთ ახალ პოტენციურ ბაზრებს და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობებს კლასტერის წევრების მონაწილეობით.
ქვეყნის ბრენდინგი
ვავითარებთ ძლიერ, ერთიან მარკეტინგულ ბრენდს, რომელიც დაგვეხმარება ქართული ICT ინდუსტრიის და გადაწყვეტების ცნობადობის გაზრდაში ქვეყნის შიგნით და საზრღვრებს გარეთ.
საერთაშორისო კავშირები
მონაწილეობას ვიღებთ სფეროს ღონისძიებებში მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზებას ვუწევთ ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ სავაჭრო მისიებს, ვამყარებთ პარტნიორობებს და ვხდებით წევრები საერთაშორისო ასოციაციების.
სფეროებს შორის თანამშრომლობა
მხარს ვუჭერთ ქართული პროდუქტების და სერვისების ექსპორტიორების ციფრულ ტრანსფორმაციას, ტექნოლოგიების გამოყენების სიკეთეების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.