მენიუ დახურვა

განათლება და კომპეტენციები

ქვეყანაში გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის და ინოვაციის წასახალისებლად კლასტერი მხარს ვუჭერთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას და სამუშაო ძალის განვითარებას. ჩვენი ამოცანები ასევე მოიცავს ბაზრის ტენდენციების და მოთხოვნების იდენტიფიცირებას ICT განათლებისა და უნარების მიმართულებით, ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შესაძლებლობების განვითარებას, ICT განათლების ცნობადობის გაზრდას და კულტურული ცვლილების მხარდაჭერას ისევე, როგორც კვლევისა და განვითარების (R&D) პრაქტიკების დანერგვის ადვოკატირებას. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენი საქმიანობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

შრომის ბაზრის კვლევა

ვაწარმოებთ კვლევებს და ვაგროვებთ ინფორმაციას ICT ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნილი უნარების და პროფესიების იდენდიფიცირებისთვის როგორც ლოკალურ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.

ინფორმაცია სამუშაო ძალაზე

საქართველოს სამუშაო ძალის კვლევა და მონაცემთა ბაზების შედგენა არსებული რესურსების, ბაზრის მოთხოვნის და სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ.

შესაძლებლობების განვითარება

კლასტერის წევრი და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური უნარების განვითარებისთვის ისევე, როგორც გაყიდვების, მარკეტინგის, მომხმარებლის გამოცდილების მართვის, პროდუქტის და სერვისის დიზაინის მიმართულებებით.

საგანამანათლებლო პროგრამები

სხვადასხვა საფეხურის (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი) განათლების პროვაიდერებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ პიროვნებებთან თანამშრომლობით არსებული და ახალი ICT და მეწარმეული საგანამანათლებლო პროგრამების ისევე, როგორც მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდოლოგიის და კონტენტის განვითარება.

თანამშრომლობის მექანიზმები

შეხვედრების და მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიების ორგანიზება სხვადასხვა საფეხურის განათლების პროვაიდერებთან, პოლიტიკის შემქმნელებთან და სხვა სთეიქჰოლდერებთან ერთად პარტნიორობების და ღია თანამშრომლობითი მექანიზმების შესაქმნელად.

განათლების პოლიტიკა

განათლების პოლიტიკის შემქმნელებთან და ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრების, დისკუსიების და კონფერენიების ორგანიზება პროფესიულ კომპეტენციებთან, კვალიფიკაციებთან, სასწავლო პროგრამებთან და მართვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

მასწავლებლების მხარდაჭერა

ტრენინგების და სემინარების ორგანიზება ICT მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად.

ახალგაზრდების მხარდაჭერა

სტუდენტებისთვის (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი) და ახალგაზრდა ICT პროფესიონალებისთვის ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის, ჰაკატონების, კონკურსების, კონფერენციების, ბუტ-კემპების და სემინარების ჩათვლით სხვადასხვა საგნობრივი სფეროების მიხედვით.

ტალანტების ძიება

სტაჯირების, სტიპენდიების, მენტორობის და ინსტსიტუციური მხარდაჭერის მექანიზმების და პარტნიორბების განვითარება და დანრგვა.

კვლევა და განვითარება

უნივერსიტეტებთან და სხვა სთეიქჰოლდერებთან თანამშრომლობით ICT კვლევის და განვითრების პროექტების შემუშავება და დანერგვა.