მენიუ დახურვა

პარტნიორობა აშშ საელჩოს პროექტში – მეწარმეობის სწავლება პროფესიულ სასწავლებლებში

საქართველოს ICT კლასტერი გახდა აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ოფიციალური მხარდამჭერი.

პროექტის ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) გამოცდილების საფუძველზე და ევროპული EntreComp კომპეტენციების ჩარჩოს ფარგლებში, დაგეგმილია მეწარმეობის სპეციალური მოდულის შექმნა. შემუშავებული მოდულის საფუძველზე მოხდება პროფესიული სასწავლებლების მმართველობითი რგოლისა და მეწარმეობის მასწავლებლების გადამზადება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლების პროცესში ჩართული იქნება კერძო სექტორი. პროექტის პილოტირება სამ პროფესიულ სასწავლებელში მოხდება.

22 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და პირველი მრგვალი მაგიდა სხვადასხვა სექტორის სთეიქჰოლდერების მონაწილეობით. შეხვედრას ესწრებოდა აშშ ელჩის მოადგილე ჯეფრი რენო.

ICT კლასტერთან ერთად პროექტის მხარდამჭერები არიან შემდეგი ორგანიზაციები: გარემო და განვითრება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო, კალიფორნიის უნივერსიტეტი დევისის D-Lab, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ინოვაციების და განვითარების სააგენტო, საქართველოს კინოკლასტერი, საქართველოს ავეჯის კლასტერი.