საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს პროგრამის განხორციელებას “ბლოკჩეინი – დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები”, რომელიც ინოვაციურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.
პროგრამა მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტები (პროგრამისტები, კონსულტანტები, სისტემური ანალიტიკოსები და IT მენეჯერები) როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისათვის.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის შეფასებაში ჩართულები იყვნენ საქართველოს ICT კლასტერის ბორდის წევრები. უნივერსიტეტსა და კლასტერს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
საქართველოს უნივესიტეტის შესახებ ინფორმაცია: www.ug.edu.ge