მენიუ დახურვა

COVID19 აქსელერატორი – ცვლილებების ჰორიზონტი

COVID19-მა დაგვანახა, რამდენად ურთიერთჩართული და ურთიერთდამოკიდებული გახდა კაცობრიობა ტექნოლოგიური რევოლუციების შედეგად. დაგვანახა რისკები, რომელიც ამას მოაქვს. ჩვენი პლანეტის ერთ კუთხეში გაჩენილი ვირუსი ელვისებურად მოედო ჩვენ “გლობალურ სოფელს” და გახდა ასიათასობით ადამიანის სიკვდილისა და უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი, რომელიც რამდენ ხანს გასტანს და როგორ დამთავრდება არავინ იცის. თითოეულ ჩვენგანმა იგრძნო, რომ პეპლის (ამ შემთხვევაში სავარაუდოდ – ღამურის) ფრთის მოქნევა მართლაც სახუმარო არა.

ეჭვგარეშეა, ”რომ ჩვენი ერა განისაზღვრება ფუნდამენტური უფსკრულით: COVID19-მდე პერიოდი და ახალი ნორმალურობა, რომელიც გაჩნდება პოსტ-ეპიდემიურ ხანაში: The “Next Normal” (” შემდეგი ნორმალობა”)[1].

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველანი ვართ “უცნობ წყლებში”, სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციები და ექსპერტები განვითარებისა და ახალ რეალობასთან ადაპტაციის სხვადასხვა სცენარებს ქმნიან.

განვითარების შესაძლო სცენარები

Deloitte-მა აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი[2], სადაც გამოყოფილია 5 ფუნდამენტური გაურკვევლობა/უცნობა (uncertainties)[3], რომელთა გავლენა კრიტიკულად მიიჩნიეს პოსტ-COVID19 პერიოდზე და ამ დაშვებით შეიმუშავეს განვითარების 4 სცენარი:

  1. ჩამავალი შტორმი (The passing storm)
    პანდემია იწვევს დიდ რყევებს, მაგრამ ჯანდაცვის სისტემები უმკლავდებიან. მოლოდინის საპირისპიროდ, პანდემია უკან იხევს და მთავრობების, საზოგადოებების ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, მართალია არა პირველად დონეზე, მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ნიშნები ჩნდება 2020 ბოლოდან.
  1. კარგი კომპანია (Good company)

პანდემია გრძელდება. ქვეყნები დამოუკიდებლად ებრძვიან კრიზისს, თუმც ნელ-ნელა აქტიურდებიან ბიზნესები, რომელთა შორის ინტერინდუსტრიული თანამშრომლობა საფუძველზე იქმნება სოლუშენები და ახალი თანამშრომლობითი ეკოსისტემა. ეკონომიკური აქტიობები იწყება 2021 წლის ბოლოდან.

  1. მზის ამოსვლა აღმოსავლეთიდან (Sunrise in the east)

ამ სცენარში პანდემია მძივნარებს, დასავლეთის დემოკრატიები ვერ უმკლავდებიან გამოწვევბს, მაშინ როდესაც აღმოსავლეთის ცენტრალიზებულმა მიდგომამ შედეგი აჩვენა. ცენტრალიზებული მოავტორიტარო მმართველობა, ციფრული კონტროლის მექანიზმები ხდება საყოველთაოდ გაზიარებული – ეფექტური მმართველობის “ოქროს სტანდარტი”. აღმოსავლეთში ეკონომიკის აღდგენა ხდება უფრო ადრე და სწრაფი ტემპებით, შედეგად გლობალური ცენტრი გადადის დასავლეთიდან აღმოსავლეთში და იზრდება ჩინეთის გლობალური გავლენა.

  1. მარტოსული მგლები (Lone wolves)
    პანდემია ხდება დროში გაჭიმულ კრიზისად, რადგან ვირუსი მუტირებს, ტალღებად უვლის პლანეტას და მთლიანად მოშალა საზოგადოებრივი და საჯარო სისტემები. შესაბამისად, ომები, აგრესია, ძალადობა. საზოგადოებები ადგებიან კარჩაკეტილობის, იზოლაციონიზმის გზას. მოქალაქეებზე კონტროლი და თვალთვალი არის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა
Deloitte გვირჩევს ამ სცენარებზე ფიქრისას ჩვენ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები:   რომელი სცენარისთვის ვემზადებით?რომელი სცენარის იგნორირებას ვახდენთ?რა უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეულ სცენარში მივიღოთ მეტი?რის შესახებ გჭირდებათ მეტის გაგება (მაგ. შესაძლებლობების, პარტნიორობის, სამუშაო ძალის სტრატეგიები…)

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმმა მაისის თვეში გამოუშვა თავისი რაპორტი “Challenges and Opportunities in the Post-COVID-19 World”[4], რომელიც გლობალური პოლიტიკის დონეზე 2 სცენარს განიხილავს: “მაღალი რისკის სცენარი” და “უკეთესი სცენარი”. პირველი, ცუდი სცენარი გავს Deloitte-ის ყველაზე ცუდ სცენარს (მარტოხელა მგელი), მეორე, შედარებით უკეთესი სცენარი იმედს ამყარებს ქვეყნებს შორის კოოპერაციაზე და თანამშრომლობაზე საერთო მტრის – პანდემიისა და მის მიერ გამოწვეული შედეგების – დამარცხებაზე.

მიუხედავად ბევრი ცვლადისა და გაურკვევლობისა ექსპერტები თანხმდებიან, რომ უნდა მოვძებნოთ ბალანსი ორ იმპერატივს შორის: ერთი მხრივ გავუფრთხილდეთ მოქალაქეთა სიცოცხლეს და იმავდროულად – გავუფრთხილდეთ მათ სასიცოცხლო, საარსებო გარემოს[5].

COVID19 ახალი გამოწვევები

COVID19 ახალი სიმძაფრით დააყენა ძველი და გააჩინა ახალი გამოწვევები:

  • მინიმალური ფიზიკური (F2F) კონტაქტი და მეტი ონლაინ სევისები
  • მინიმალური ბიუროკრატია, ნაკლები ქაღალდი, მაქსიმალური ავტომატიზაცია – სმარტკონტრაქტებისა და სმარტპროცედურების ინტეგრაცია
  • “ადამიანური ფაქტორის” რისკების მინიმიზაცია და IoT/M2M მოდელების უზუნველყოფა
  • გარე (კიბერ-შეტევები) და შიდა (ბექდორ მანიპულაციები) კიბერმანიპულაციების მიმართ მდგრადობა – “შეცდომის ცენტრალური წერტილის” შემცველი სისტემის გამორიცხვა
  • პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების ზრდა – პროდუქციის მისი ხარისხის კონტროლისა და თრექინგის გამჭვირვალობის უზურნველმყოფის სისტემები
  • სერტიფიცირების პროცედურების მიმართ გაზრდილი მოთხოვნები –  პროცესის გამჭვირვალება, უტყუარობა და გადამოწმებადობა
  • შესაბამისი დოკუმენტების ვალიდურობის, უცვლელობისა და უსაფრთხო შენახვის მოთხოვნების ზრდა – მანიპულაციებისა და კომპრომეტაციის მიმართ მდგრადობა
  • მეტი ავტონომიურობა, რომლის გაუკუღმართებული გამოვლენა ლოკალიზმი და იზოლაციონიზმი შეიძლება იყოს და მოქალაქეთა მონაცემების კონფიდიციალობის სტანდარტების ზრდა, იმ ფონზე, რომ მთავრობები აქტიურად იყენებენ პანდემიის საფრთხეს მოქალაქეებზე კონტროლის დაწესების გასამართლებლად.

 

 

 

 


შეჯამება

“პეპლის ეფექტი”-ს მოდელის მიხედვით, რთულ სისტემებში ძნელია შედეგების განჭვრეტა, მაგრამ გარკვეული ტენდენციების ანალიზი მაინც შეგვიძლია.

პანდემია არის დიდი, საკაცობრიო მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ბოლო ხანებისათვის უპრეცედენტო ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისები. როგორც ზემოთ ვნახეთ, ექსპერტები შიშობენ, რომ არსებობს განვითარების სცენარები, რომელშიც პანდემიის შედეგად გამოწვეულმა რყევებმა შესაძლოა ჩამოშალონ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, გამოიწვიონ გლობალური ქაოსი და კაცობრიობა უკან გადაისროლონ.

მეორე მხრივ, პროცესებზე ღრმა დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ COVID19 ახდენს უკვე გამოვლენილი, პანდემიამდე გაჩენილი, თრენდებისა და მიმართულებების აქსელერაციას: აჩქარებასა და მასშტაბირებას.

COVID19-თან ბრძოლის მოტივით საზოგადოებები, მთავრობები, ბიზნესები აკეთებენ არჩევანს: მაგ. ერთნი ირჩევენ პანდემია გამოიყენონ მოქალაქეებზე თვალთვალისა და კონტროლის გასაძლიერებლად, ხოლო სხვები – პირიქით, ცდილობენ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიების ავტონომიურობისა და ჰორიზონტალიზმის პოტენციალი, რადგან მიაჩნიათ რომ ასე უფრო ეფექტური იქნება კრიზისიდან გამოსვლა.

„პეპლის ფრთის მოქნევა“ არის მხოლოდ თრიგერი იმ მექანიზმისა, რომელიც უკვე მომართულია, ის გზას უხსნის იმ პოტენციალს, რომელიც სისტემის შიგნით უკვე მწიფდება – ძველი მდელო ვერ აგიზგიზდება ერთი შემთხვევითობის შედეგად, მაგრამ დროთა განამვალობაში გამომშრალი კი, შეიძლება, მარტივად აალდეს და მნიშნველობა არა აქვს მისი წყარო ამაზონელი გლეხია, რომელიც ტყეს კაფავს თუ შეყვარებულთა მიერ ღამე დატოვებული კოცონიდან ქარს ადევნებული ნაპერკალი. ისტორიის სვლისაში შემთხვევითი მოვლენები კატალიზატორის როლს თამაშობენ: ავსტრო-უნგრეთი და რუსეთის იმპერია დაინგრა არა პირველი მსოფლიო ომის და მით უფრო არა სერბი ტერორისტის გამო, არამედ იმიტომ რომ ისინი უკვე შიგნიდან ჩამოშლილები იყვნენ. პროცესები სერბმა ტერორისტმა უბრალოდ ააჩქარა, დრო წაართვა, რომელიც ამ იმპერიებს თეორიულად ქონდათ.

ავტორი: დავით კიზირია

შექმნილია: USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, პროექტი “ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”

გამოყენებული ლიტერატურა:

Mckinsey – Beyond coronavirus: The path to the next normal – https://www.mckinsey.com/industries/healthcare-systems-and-services/our-insights/beyond-coronavirus-the-path-to-the-next-normal

Deloitte – The world remade by COVID-19 (Recover: Planning scenarios for resilient leaders) – april, 2020

https://www2.deloitte.com/global/en/pages/about-deloitte/articles/covid-19/covid-19-scenarios-and-impacts-for-business-and-society-world-remade.html

WEF – Challenges and Opportunities in the Post-COVID-19 World, 19 May 2020
http://www3.weforum.org/docs/WEF_Challenges_and_Opportunities_Post_COVID_19.pdf

Mckinsey. Safeguarding our lives and our livelihoods: The imperative of our time – https://www.mckinsey.com/business-functions/strategy-and-corporate-finance/our-insights/safeguarding-our-lives-and-our-livelihoods-the-imperative-of-our-time


[1] Mckinsey – Beyond coronavirus: The path to the next normal – https://www.mckinsey.com/industries/healthcare-systems-and-services/our-insights/beyond-coronavirus-the-path-to-the-next-normal

[2] Deloitte – The world remade by COVID-19 (Recover: Planning scenarios for resilient leaders) – april, 2020

https://www2.deloitte.com/global/en/pages/about-deloitte/articles/covid-19/covid-19-scenarios-and-impacts-for-business-and-society-world-remade.html

[4] WEF – Challenges and Opportunities in the Post-COVID-19 World, 19 May 2020
http://www3.weforum.org/docs/WEF_Challenges_and_Opportunities_Post_COVID_19.pdf

[5] Mckinsey. Safeguarding our lives and our livelihoods: The imperative of our time – https://www.mckinsey.com/business-functions/strategy-and-corporate-finance/our-insights/safeguarding-our-lives-and-our-livelihoods-the-imperative-of-our-time