კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს გააცნოს SCRUM მიდგომის ძირითადი პრინციპები და მისი რეალური გამოყენების შესაძლებლობები. კურსი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ პროგრამული უზრუნველყოფის თუ სერვისის განვითარების პროცესები და მოგცემთ მიმართულებას მომხმარებელზე ორიენტირებული ღია და თავისუფალი მიდგომების ეფექტური გამოყენებისათვის.
თქვენ ისწავლით
-
- Agile-ის ძირითადი პრინციპები
- Scrum-ის როლები, არტეფაქტები და აქტივობები
- Scrum-ის მნიშვნელოვანი კომპონენტები (ბექლოგი, სპრინტი, მომხმარებლის ისტორია, ამოცანები და სხვ.)
- ვინ არის პროდუქტ ოუნერი?
- სქრამმასტერის პასუხისმგებლობები და საჭირო უნარები
- დეველოპმენტის გუნდის ფუნქციები და შემადგენლობა
- დაგეგმვა Scrum მიდგომით
- რა არის სპრინტი და როგორ ხდება მისი დაგეგმვა, განხორციელება, მიმოხილვა და რეტროსპექტივა?
ვის შეუძლია კურსის გავლა
კურსის უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის, თუმცა მსმენელისთვის უპირატესობაა პროექტის მენეჯმენტის შესახებ ზოგადი წარმოდგენა და საბაზისო ICT უნარები, ასევე IT სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ექსპერტი
გივი მურვანიძე, შემოსავლების სამსახურის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილე.
IT მიმართულებით 10 წელზე მეტი მუშაობს. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. 2010 წლიდან გივი მურვანიძე შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილეა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისების პროექტებს ხელმძღვანელობს.
ბიბლიოგრაფია
კურსის შესაქმნელად გამოყენებული იყო გამოცემები:
-
- Kenneth S. Rubin, Essential Scrum: A Practical Guide to the Most Popular Agile Process, 2012
- A Guide to the Scrum Body of Knowledge (SBOK Guide), 2013
პროექტის გუნდი
პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ.
პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე
ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე
მულტიმედია დიზაინერი: მალხაზ სვანიძე
ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში.

კურსის მასალა
- მოდული
- 69 გაკვეთილი
- 100 კვირა
- მოდული 1 - შესავალი3
- მოდული 2 - Scrum ჩარჩო4
- მოდული 3 - Agile-ის პრინციპები3
- მოდული 4 - სპრინტები5
- მოდული 5 - მომხმარებლის მოთხოვნები და მომხმარებლის ისტორიები (User Stories)4
- მოდული 6 - პროდუქტის ბექლოგი7
- მოდული 7 - გათვლა და გუნდის სიჩქარე6
- მოდული 8 - პროდუქტის მფლობელი (Product Owner)6
- მოდული 9 - სქრამმასტერი (ScrumMaster)5
- მოდული 10 - დეველოპმენტის გუნდი (Development Team)8
- 10.1[SV1001] დეველოპმენტის გუნდი და მისი ძირითადი პასუხისმგებლობები6 წუთი
- 10.2[SV1002] თვითორგანიზებული, მულტიფუნქციური და თვითკმარი4 წუთი
- 10.3[SV1003] T ფორმის უნარები5 წუთი
- 10.4[SV1004] მუშკეტერის დამოკიდებულება და მაღალგამტარუნარიანი კომუნიკაცია6 წუთი
- 10.5[SV1005] გამჭვირვალე კომუნიკაცია და სწორად გაზომვა3 წუთი
- 10.6[SV1006] ფოკუსირება, თავდადება, მდგრადი ტემპი8 წუთი
- 10.7[SQ1001] ქვიზი #102 შეკითხვა
- 10.8[SR1001] ტექსტური მასალა
- მოდული 11 - მენეჯერები5
- მოდული 12 - დაგეგმვის პრინციპები3
- მოდული 13 - დაგეგმვა სხვადასხვა დონეზე3
- მოდული 14 - სპრინტის დაგეგმვა3
- მოდული 15 - სპრინტის განხორციელება8
- 15.1[SV1501] სპრინტის განხორციელების დაგეგმვა4 წუთი
- 15.2[SV1502] სამუშაო ნაკადის მართვა (ნაწილი 1)7 წუთი
- 15.3[SV1503] სამუშაო ნაკადის მართვა (ნაწილი 2)8 წუთი
- 15.4[SV1504] ყოველდღიური სქრამი2 წუთი
- 15.5[SV1505] ტექნიკური პრაქტიკები2 წუთი
- 15.6[SV1506] კომუნიკაცია2 წუთი
- 15.7[SQ1501] ქვიზი #153 შეკითხვა
- 15.8[SR1501] ტექსტური მასალა
- მოდული 16 - სპრინტის მიმოხილვა (Sprint Review)6
- მოდული 17 - სპრინტის რეტროსპექტივა (Sprint Retrospective)6
- მოდული 18 - შეჯამება1
